მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ვამაყობთ ჩვენი პოლიციელებით და ოპერატიული თანამშრომლებით, მათი როლი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში ძალიან დიდია

ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედროებზე

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია თბილისში, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრის და სამართალდამცველის მიერ თავდამსხმელის დაკავების და მძევლების გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. პარლამენტის წევრი პოლიციელებსა და ოპერატიულ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

„თბილისში, „მეტროსადგური ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების გამოყენებით 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხმელი დაკავებულია, და მძევლები გათავისუფლებული არიან.

მინდა მივულოცო ღონისძიებაში ჩართულ პირად შემადგენლობას და მათ ხელმძღვანელობას ოპერაციის წარმატებით დასრულება.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პოლიციელებით და ოპერატიული თანამშრომლებით, მათი როლი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში არის ძალიან დიდი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ თავდადებისთვის და ვაჟკაცობისთვის“, - აღნიშნავს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - უახლესი ამბები (Live)