მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პოლიციის სამმართველო

ზუგდიდის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატს ბათლომე შელიას 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შელიას - 2000, მეორე ბრალდებულ დათო ღურწკაიას კი 1500 ლარის გადახდა დაეკისრა.

პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიებად სამიათას ლარიან გირაოს ითხოვდა. ოპოზიციონერ დეპუტატსა და მეორე ბრალდებულს სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას მიმართ ფიზიკური ძალადობა ედებათ ბრალად. თავად დეპუტატი ბრალდებას ხელისუფლების შეკვეთილ ნაბიჯად აფასებს.