მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ახალგაზრდას ბრალი წარედგინა

დეჟავუში აფეთქება მოხდა

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 22 წლის ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, 19 იანვარს იმსჯელებს.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში, ბარამიას დევნილთა დასახლებაში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.