მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში სამგზავრო ავტობუსი დააზიანეს

ზუგდიდში ავტომობილი დააზიანეს

ზუგდიდში, სოფელ ცაიშთან, ნიღბიანმა პირმა ზუგდიდ-თბილისის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, კონკურენციას და კომპანიის საქმიანობას უკავშირდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.