მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

პარტია გირჩის ლიდერი

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „რეფორმერ ფიტნესის“ მფლობელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ უშვებენ იმ ფართში, რომელიც მან საცხოვრებლად იქირავა.

ჯაფარიძის თქმით, დაქირავებულ ფართში ცხოვრებას აპირებს.

„ჩემივე ნაქირავები ფართიდან გამომაძევეს, ფანტელები, ტრენაჟორები ძაფებით დააბეს და დალუქეს. საბოლოო ჯამში აღარ შემიშვეს და საპატიო ყარაული დატოვეს. 6 პოლიციელი, რომელიც მთელი ღამე იცავდა სავარჯიშო დარბაზს. ჩემი მოთხოვნა იქნება ის, რომ შემიშვან, რათა ვაპირებ, რომ აქ ვიცხოვრო. მათ არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მე დამტოვონ გარეთ“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, ბათუმში „რეფორმერ ფიტნესი“ დალუქეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

📌 პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მან ფიტნეს კლუბი იქირავა და ახლა მისი საცხოვრებელი სახლია.