მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჟვანიას შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოს შენობა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ყოფილი პრემიერის შვილი ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დააკავეს.

ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

მომხდარზე გამოძიება 19,108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7- დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.