მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონფლიქტები

ბრძოლა დინბასისთვის
1710789894
ოკუპანტები უტევდნენ თითქმის ყველა მიმართულებით, ფრონტზე 56 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტები უტევდნენ ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებით, -  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საღამოს ბრიფინგზე განაცხადა.გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში 56 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.„კუპიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ 3 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა თავდაცვის ძალების პოზიციებზე ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მიდამოში. ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლის 4 თავდასხმა, სადაც დამპყრობელი ცდილობდა გაერღვია უკრაინული ჯარების თავდაცვა.ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 7 თავდასხმა. ავდეევკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლის 7 შეტევა“, - აცხადებენ გენშტაბში.ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, როგორც გენერალური შტაბი აცხადებს, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას კრასნოგორივკას, გეორგიივკას, ნოვომიხაილოვკას, ვოდიანეს რაიონებში, სადაც მოწინააღმდეგემ ავიაციის მხარდაჭერით 21-ჯერ სცადა გაარღვია უკრაინული ჯარების თავდაცვა.„ორეხოვოს მიმართულებით მოწინააღმდეგემ ავიაციის მხარდაჭერით 7-ჯერ შეუტია უკრაინული დამცველების პოზიციებს დონეცკის ოლქის რაიონებში. ხერსონის მიმართულებით, დღის განმავლობაში, დამპყრობელმა განახორციელა 3 თავდასხმა უკრაინული ჯარების პოზიციებზე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ომი უკრაინაში
1710788554
საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო უკრაინელები იძულებულნი არიან დონბასში უკან დაიხიონ - კირბი

დონბასში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალა ეწურება და ამის გამო ისინი იძულებულნი არიან უკან დაიხიონ, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.„მათ დონბასში საბრძოლო მასალა ამოეწურათ და ახლა უკან იხევენ თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებზე. ოკუპანტები აგრძელებენ ზეწოლას დასავლეთის მიმართულებით. უკრაინელებს სჭირდებათ მხარდაჭერა და ეს მათ ახლა სჭირდებათ“, - აღნიშნა კირბიმ. 

დრონი
1710785510
უკრაინას შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე 60-მდე დრონის გაშვება - Bild

უკრაინას შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე 30-იდან 60-მდე დრონის გაშვება, რაც აგრესორისთვის დიდი პრობლემაა, - აცხადებს გერმანული გამოცემის Bild-ის სამხედრო ანალიტიკოსი ჯულიან როპკე.მისი გათვლებით, წლის დასაწყისიდან რუსეთში 12 ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. მაქსიმალური მანძილი, რომელზეც დარტყმები განხორციელდა, იყო 900 კმ. რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების დაახლოებით 12% იყო თავდასხმის ქვეშ. შიდა ბაზარზე ბენზინის დეფიციტის შიშით, რუსეთის ხელისუფლებას უკვე მოუწია მისი ექსპორტის ექვსთვიანი აკრძალვის დაწესება.„ეს იქნება პუტინისთვის დიდი პრობლემა. ბუნებრივია, დეფიციტი არ აისახება არმიაზე,  არამედ აისახება მოსახლეობაზე, რომელიც ვერ შეძლებს მანქანის მართვას. ეს ნეგატიურად აისახება პუტინის იმიჯზე, მიუხედავად ნებისმიერი პროპაგანდისა და ყალბი არჩევნებისა“, - მიიჩნევს როპკე.

საჰაერო იერიში
1710770535
რუსეთი ყიდულობს სატელიტურ ფოტოებს აშშ-სგან უკრაინაზე დარტყმისთვის - The Atlantic

რუსეთი ყიდულობს სატელიტურ ფოტოებს აშშ-სგან უკრაინაზე დარტყმისთვის, - წერს ამერიკული ჟურნალი The Atlantic უკრაინულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ რუსეთის შორი დისტანციური დარტყმები საკრუიზო რაკეტების გამოყენებით, სავარაუდოდ, განხორციელდა ამერიკული კომპანიების მიერ მოწოდებული სატელიტური სურათების გამოყენებით.სამხედროს თქმით, თანმიმდევრობა ნათელია: თანამგზავრი იღებს ადგილის სურათებს, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ კი რაკეტა ხვდება იმ ადგილს. შემდეგ სხვა თანამგზავრი იღებს დამატებით სურათებს, შესაძლო ზიანის სიდიდის შესამოწმებლად.ჟურნალი წერს, რომ სატელიტური სურათებს მრავალი კომპანია გვთავაზობს  თარიღებითა და კოორდინატებით, შეგიძლიათ გადახედოთ უკრაინაში გადაღებულ ათიათასობით სურათს და შეამჩნიოთ საეჭვო შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ ასეთი ასობით შემთხვევაა. ამავდროულად, უკრაინა აცხადებს, რომ აკონტროლებს რუსული თანამგზავრების ფრენებს.„დაახლოებით ექვსი თვის წინ ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ კერძო კომპანიები სატელიტურ სურათებს გაიყიდნენ. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს დამთხვევები შემთხვევითია“, - განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ჩინოვნიკმა.უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ეჭვობს, რომ რუსეთი ყიდულობს სატელიტურ სურათებს აშშ-დან მესამე მხარის კომპანიების მეშვეობით და რომ ეს სურათები შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინის წინააღმდეგ.შეგახსენებთ, რომ ორი უმსხვილესი კომპანია აშშ-ში, რომლებიც კომერციული თანამგზავრული გამოსახულების  მოპოვებით არის დაკავებული, არის Maxar და Planet.„ორივემ მოგვაწოდა უკრაინული ობიექტების სურათები, რომლებსაც მოგვიანებით მოხვდა რუსული რაკეტები. ორივემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი საფუძვლიანად ამოწმებენ თავიანთ მომხმარებლებს და იცავენ აშშ-ის ბრძანებას, რომელიც ომის დაწყებიდან რუსეთთან ტრანზაქციებს კრძალავს. Planet-მა აღნიშნა, რომ ის აწვდის სურათებს - მთავრობებს, დამხმარე ორგანიზაციებს და მედიას“, - წერს გამოცემა. სამხედრო ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ თავად კომპანიები მხარს უჭერენ რუსეთს ომში. Maxar და Planet უამრავ ბიზნესს ახორციელებენ აშშ-ის მთავრობასთან და რუსეთის შეგნებულად დახმარება საფრთხეს შეუქმნის კონტრაქტებს და გამოიწვევს რეგულაციას.

ვოლოდიმირ ზელენსკი და გრანტ შაპსი
1710683080
ბრიტანეთი უკრაინას ურჩევს, თავი შეიკავონ შეტევითი მოქმედებებისგან - The Sunday Times

დიდ ბრიტანეთში თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები უკრაინის ხელისუფლებას და სამხედრო მეთაურებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ფრონტზე ახალი შეტევების დაგეგმვისა და განხორციელებისგან. ამის ნაცვლად კი, თავდაცვითი სტრატეგიის შექმნაზე კონცენტრირდნენ. როგორც The Sunday Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინულმა მხარემ ამის შესახებ რჩევა მიიღო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსისა და ბრიტანეთის არმიის მეთაურ ტონი რადაკინისგან, რომლებიც მარტის დასაწყისში მათთან ვიზიტით იმყოფებოდნენ. გამოცემის ცნობით, რადაკინს აშფოთებს ის ფაქტი, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი შესაძლოა ზედმეტად ორიენტირებული იყოს სახმელეთო ბრძოლაზე.„დიდი ბრიტანეთი უკრაინას ურჩევს, იზრუნონ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფრონტის ხაზების დაცვაზე და თუ აუცილებელი გახდება, უკან დაიხიონ უფრო ხელსაყრელ რელიეფზე, სადაც ექნებათ იმედი, რომ თავდაცვითი ხაზები რუსების შეკავებას შეძლებენ. ეს, უკრაინელებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ შავი ზღვისა და ყირიმისკენ, სადაც ბოლო ნახევარი წელია, მათმა მებრძოლებმა, შორ მანძილზე მოქმედი დასავლური რაკეტების დახმარებით, მნიშვნელოვანი დარტყმები მიიტანეს“, - ნათქვამია სტატიაში. ამასთან, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საუბარს ინტერესით უსმენდა და ბრიტანეთის შეთავაზებების მიმართ გახსნილი იყო.

ციმბირის ბატალიონი
1710673662
ციმბირის ბატალიონის თქმით, ბელგოროდის მახლობლად მდებარე სოფელი დაიკავეს

არსებული ცნობით, ციმბირის ბატალიონისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მებრძოლები ბელგოროდთან მდებარე დასახლებულ პუნქტ გორკოვსკოეში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ციმბირის ბატალიონის Telegram გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციის მიხედვით, მებრძოლებმა გრეივორონსკის რაიონში მდებარე ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. „ერთად ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ! რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების ქვედანაყოფები ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის მოხალისეებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ გორკოვსკოეში შევიდნენ და ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებში შეიარაღებული ჯგუფები შეიჭრნენ, 12 მარტს გავრცელდა. დაჯგუფებების წარმომადგენლებმა უკრაინა-რუსეთის საზღვრის გადასვლის ვიდეო გაავრცელეს და დაწერეს, რომ რამდენიმე დასახლება დაიკავეს. 

სამხედრო
1710668264
ISW: ოკუპანტებმა ავდეევკას რაიონში ორი სოფელი აიღეს

რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკას რაიონში სოფლები ტონენკოე და ნეველსკოე დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს გეოლოკაციურ კადრებზე დაყრდნობით, რომლებშიც ჩანს, რომ რუსული ჯავშანტექნიკა ტონენკოეს დასავლეთით დაწინაურდა. ანგარიშის მიხედვით, გეოლოკაციური კადრები აგრეთვე მოწმობს, რომ რუსეთის 110-ე მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები წინსვლას აგრძელებენ. ISW-ში რუს სამხედრო კორესპონდენტებზე დაყრდნობით ასევე წერენ, რომ ავდეევკას მახლობლად ჩაიშალა უკრაინელთა კონტრშეტევები, რაც სავარაუდოდ, რეზერვების უკმარისობას უკავშირდება. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელები უკან იხევენ პოზიციებზე, თუმცა როგორც ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტში აღნიშნავენ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოინახა. 

რაკეტები
1710664634
უკრაინას უახლოეს კვირებში საჰაერო თავდაცვის რაკეტების კრიტიკული დეფიციტი ექნება - The Telegraph

უახლოესი კვირების განმავლობაში, უკრაინა საჰაერო თავდაცვის რაკეტების კრიტიკული დეფიციტის წინაშე დადგება. ამის შესახებ The Telegraph უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ ყოველი ხუთი რუსული რაკეტიდან ოთხის ჩამოგდებას შეეცადონ, როგორც ამას ახლა აკეთებენ, თვის ბოლომდე უკრაინელები მათი მიმართულებით ნასროლი ყოველი ხუთი რაკეტიდან ერთის ჩამოსაგდებად შეძლებენ სისტემების გამოყენებას. გამოცემას ასევე მოჰყავს რუსი ოფიციალური პირების განცხადებებიც, რომელთა მიხედვითაც „საქმის კურსში არიან იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას საბრძოლო მასალა ელევა“. თუმცა, როგორც The Telegraph წერს, რუსული მხარე ასევე აღნიშნავს უკრაინული დრონების ეფექტურ მუშაობას.ცნობისთვის, ბრძოლის ველზე საბრძოლო მასალის დეფიციტზე უკრაინის ხელისუფლებაში არაერთი განცხადება გაკეთდა. „საბრძოლო მასალის და ჭურვების დეფიციტი არის უკიდურესად აქტუალური პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალები დგას“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდა, არ დაუშვან, რომ დასავლური დახმარების შეფერხება რუსეთმა ფრონტზე წინსვლისთვის გამოიყენოს.

თავდასხმა
1710656461
შეტევა ნიკოპოლის ოლქზე - არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, დაზიანებულია 30-ზე მეტი სახლი, ფერმის ნაგებობები, ავტოფარეხები და მანქანები.„აგრესორმა ნიკოპოლის რაიონს 8-ჯერ დაარტყა „კამიკაძე" დრონებისა და არტილერიის გამოყენებით. თავდასხმის შედეგად დაშავდნენ 75 წლის კაცი და 77 წლის ქალი“, - წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი.მისივე თქმით, შეტევის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები და გაზსადენები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
1710619533
ბოლო კვირებში, ბევრმა დაინახა რუსეთის ომის მანქანის დაუცველობა - ზელენსკი

ბევრმა დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს დაუცველობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდება.„ბოლო კვირების განმავლობაში, ბევრმა უკვე დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს დაუცველობა და ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ამ დაუცველობას ჩვენი იარაღით. იგრძნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდება. მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც მუშაობს უკრაინის გაძლიერებისთვის, რადგან ეს არის მართლაც უკრაინული შორი დისტანციური შესაძლებლობები, რისი გაკეთებაც საკუთარ თვითმფრინავებს შეუძლიათ. უკრაინას ახლა ყოველთვის ექნება თავისი დამრტყმელი ძალა ცაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 საბრძოლო მასალა
1710616651
უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საბრძოლო მასალის მარაგი იწურება - WP

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და იმის ფონზე, რომ აშშ-ის დახმარება „გაჩერდა“, უკრაინას, შესაძლოა, მალე სერიოზული პრობლემები შეექმნას ოკუპანტის საჰაერო თავდასხმების მოგერიებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინული მედია The Washington Post-ზე დაყრდნობით იტყობინება.როგორც მედია წერს, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უთხრეს ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ზოგიერთი სისტემის საბრძოლო მასალა შეიძლება თითქმის ამოიწუროს მარტის ბოლოსთვის.„უკრაინა ცდილობდა ჩამოეგდო ყოველი ხუთი რაკეტიდან ოთხი, მაგრამ სულ მალე უკრაინელებს შეეძლებათ ხუთიდან მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგის რაკეტა ჩამოაგდონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა.მისი თქმით, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მცხოვრებლებზე, რომლებიც ბოლო დროს ნორმალურად ცხოვრობდნენ და თავს დაცულად გრძნობდნენ საჰაერო თავდაცვის ეფექტურობის გამო.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი
1710614129
„არ აპირებენ უახლოეს მომავალში დასრულებას“ - ბუდანოვი რუსი მოხალისეების გეგმების შესახებ

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსული მოხალისეთა ბატალიონების მებრძოლები გეგმავენ ოპერაციის გაგრძელებას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი მოხალისეების დარბევაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ეს შიდა საკითხია“.მისივე თქმით, როგორც ვიცით, უახლოეს მომავალში დასრულებას არ აპირებენ.„ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთების ძალაც ექნებათ. და როგორც ვხედავთ, მათ აქვთ საკმარისი ძალა, რომ მინიმუმ შეზღუდულ წარმატებას მიაღწიონ. ვფიქრობ, მათ ბევრი ძალა შეუერთდება, სხვადასხვა ოპოზიციური მოძრაობა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, - დასძინა ბუდანოვმა.შეგახსენებთ, 12 მარტს ცნობილი გახდა უკრაინის მხარეზე მებრძოლი „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის, RDK-ის, „ციმბირის ბატალიონის“ მოხალისეების მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გარღვევის შესახებ. ეს მოხალისეთა ბატალიონები უკრაინის ტერიტორიიდან კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში შევიდნენ. მოგვიანებით ჯარისკაცებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელი ტეტკინე აიღეს.15 მარტს მოხალისეთა წარმომადგენლებმა გაავრცელეს მიმართვა და გამოაცხადეს მასიური თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე ქალაქ ბელგოროდში და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს არ გასულიყვნენ გარეთ თავდასხმის დასრულებამდე.

••• იტვირთება