მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 გარდაცვლილი, 1 დაჭრილი, 10-ჯერ დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - ვითარება დონბასში

ერთი სამხედრო დაიღუპა უკრაინაში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში დონბასში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მტრის დაბომბვის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

საპასუხოდ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. ექსპერტები ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას არ გამორიცხავენ.

იხილეთ აგრეთვე:

📍რაძიხოვსკი: უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი დიდი ძალით კბილებში მოგვცხებდა

📍რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები