მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„1 წელიწადში ენგურზე „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისთვის 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს“ - ფილია

ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის 4 ათასზე მეტი დაკავებული

ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 1 წელიწადში 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

შესაბამისი ინფორმაცია გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ გაავრცელა. მისი თქმით, „საზღვრის“ დარღვევისთვის ადამიანებს აჯარიმებენ, ხოლო ასაკოვან ადამიანებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „საზღვრის“ გადაკვეთა გამარტივებული წესით პენსიონერებს, ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა დედებს შეუძლიათ.

კონსტანტინე ფილიას განცხადებით, ე.წ. საზღვარი ამჟამად კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია და მისი გახსნა სამედიცინო პუნქტის მოწყობის შემდეგ გახდება შესაძლებელი, სადაც მოსახლეობის COVID 19-ზე ტესტირება მოხდება.