მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„23-ში არის ზაზას დაბადების დღე და გავალთ უკვე ქუჩაში“ - გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს

ზაზა გახელაძის ცოლი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს 23 ივნისიდან აანონსებს.

უკანონო პატიმრის მეუღლის ირმა ბუთხუზის თქმით, ხელისუფლებამ დაპირება ვერ შეასრულა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის.

„ჩვენ ვიყავით ხელისუფლებასთან მაისის დასაწყისში და დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის უკვე შედეგს დადებდა. დღემდე პასუხი არ აქვთ იმაზე, დაპირებულ ვადაში რატომ არ მოხდა გათავისუფლება.

როცა პრემიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ათავისუფლებს, ამას ყველა მივესალმებით, მაგრამ როცა გყავს ტყვეები შენს ქვეყანაში, პირველ რიგში, მე მგონი, ამას უნდა მიეხედოს და მერე დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს.

23-ში არის ზაზას დაბადების დღე და სიმბოლურად გავალთ უკვე ქუჩაში, თუ მანამდე არაფერი შეიცვალა“, - აღნიშნა ირმა ბუთხუზმა.

ინფორმაციისთვის 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე“ - პრეზიდენტი

ზაზა გახელაძის მეუღლე არ გამორიცხავს, თავშესაფარი დე ფაქტო რეჟიმს სთხოვოს

„თვითონ ამბობს, რომ არ მიღირს ტერიტორიის დათმობასა და ხატის გადაცემაში გავიცვალოო“ - ზაზა გახელაძის მეუღლე