მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„5-დღიანი კარანტინით ხელისუფლებამ დამატებითი ბარიერი შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“ - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილში გადმოსვლის მსურველებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი დამატებით ბარიერს წარმოადგენს. 

მისი თქმით, კარანტინის გავლის ვალდებულების გამო, ოკუპირებული გალის დატოვებისგან ბევრი ადამიანი იკავებს თავს ან ამას შემოვლითი გზებით ცდილობს.

„ადრე დღიურად დაახლოებით 1000-1500 ადამიანი კვეთდა ამ პუნქტს, ახლა კი 20-30 ადამიანი. ეს მარტივი რიცხვებიც მიუთითებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პუნქტი ადამიანებისთვის და რამდენად დიდია მათი საჭიროება.

საქართველოს ხელისუფლებამ 5-დღიანი კარანტინის დაწესებით მოქალაქეებს დამატებითი ბარიერი შეუქმნა და ბევრი მათგანისთვის ეს არის დაბრკოლება, რადგან ისინიც კი, ვისაც უფლება გადაადგილების აქვს, თავს იკავებენ ან შემოვლითი გზებით ცდილობენ გადმოსვლას.

შეგახსენებთ, რომ შარშან 2 უბედური შემთხვევა იყო. ხელისუფლება მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს ამ პრობლემას“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა 11 კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მძიმე სოციალური პირობების გამო ცდილობდა.

მათგან 4-ის ცხედარი მაშველებმა მდინარე ენგურში 7 აპრილს იპოვეს.