მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

უკრაინაში სამხედრო დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

„ცეცხლი პესკის და ოპიტნოეს მიდამოებში გაიხსნა. რუსი ოკუპანტები 82მმ-იანი და 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან ისროდნენ. ასევე მოწინააღმდეგემ ყუმბარმტყორცნები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა“ - განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

დაბომბვის დროს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. სეპარატისტების მხრიდან დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების და პრორუსი სეპარატისტების მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 დონბასში ნაღმმტყორცნიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა

🔅 რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გადაადგილდება (ვიდეო)