კონფლიქტები

ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღია ამოღებული

იარაღი ამოიღეს ავიძბას
სახლიდან
1615015610
დაკოპირებულია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. 

ახრა ავიძბა სოხუმში 5 მარტს დააკავეს. ასევე დაკავებულია 5 პირი, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში, სავარაუდოდ ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკიდან“ ჩავიდნენ.

ჩხრეკისას ავიძბას სახლში აღმოჩენილია სხვადასხვა მარკის და კალიბრის ავტომატური იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, პისტოლეტები, შაშხანები, დიდი რაოდენობით ვაზნები და სპეციალური ამუნიცია, ასევე რადიოსაშუალებები.

ამჟამად ახრა ავიძბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის და მომავალი სამართლებრივი ქმედებების საკითხი განიხილება.

ახრა ავიძბა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 2014-2015 წწ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეა პრორუსი სეპარატისტების მხარეს. 2020 წლის ივნისში ის სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის მრჩეველად დაინიშნა. იმავე წლის 9 ნოემბერს ავიძბა თანამდებობიდან გადადგა, რადგანაც „საერთო საქმეში რწმენა დაკარგა".

უკრაინაში ახრა ავიძბაზე ძებნაა გამოცხადებული.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სოხუმში ახრა ავიძბა დააკავეს

🔴 „ჩვენი მოლოდინია, რომ დაგვიბრუნდება დღეს მაინც“ - ზაზა გახელაძის ოჯახი

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

1619174328

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

1619173794

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1619173586

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619173102
დავით ნარმანიამ
საქართველოს ბიზნეს
ასოციაციის
წარმომადგენლებს
ელექტროენერგეტიკის
სექტორში რეფორმების
მიმდინარეობის პროცესი
გააცნო

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის...

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ალეკო ელისაშვილი: ნუ ვახურდავებთ ძალიან...

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.