მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: აზერბაიჯანმა სტატუს-კვო შეცვალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

„აზერბაიჯანმა შეცვალა სტატუს-კვო, შეცვალა ბრძოლის ველი“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეარხ Haber Global-თან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევის თქმით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია უნდა დატოვონ.

„სომხეთმა უნდა შეცვალოს სტატუს კვო. რადგან ჩვენ არ დაგვიპყრია სომხური მიწები. ეს იყო მესიჯი, სიგნალი სომხური მხარისთვის. პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს. არ გვინდა სისხლისღვრა. თუ პროცესი არ დაიწყება ჩვენ არ გავჩერდებით“, - აღნიშნა ალიევმა.

ინფორმაციისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მთიან ყარაბაღში ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლდა.