მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: ხომ გთავაზობდით ავტონომიას, ახლა კი არანაირი საუბარი სტატუსზე (ვიდეო)

აზერებაიჯანის პრეზიდენტიი ილლლჰამ ალიევი

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსზე არანაირი საუბარი არ მიდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მივმართავ. თქვენ არ იყავით ჯებრაილში რომ ჩახვედით და იქ იცეკვეთ? გეგონათ რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი ქვეყანაა? აბა ახლა რა მოხდა? არანაირ სტატუსზე საუბარი არ არის. სტატუსი ჯოჯოხეთში წავიდა. და ამაზე საუბარი აღარ იქნება, სანამ პრეზიდენტი ვარ. ფაშინიან, შენ მოგმართავ“ - განაცხადა ალიევმა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა უდიდეს პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწია.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა,