მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: კიდევ 13 სოფელი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ფიზულის, ჯებრაილის და გუბადლის რაიონებში კიდევ 13 სოფელი აიღეს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ალიევმა ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოიჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ამას უპასუხოდ არ დატოვებს.

დღესვე გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული ფორმირებები ლაჩინის კორიდორის გზაზე გავიდნენ, რომელიც სომხეთს და მთიან ყარაბაღს აკავშირებს. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. თუ აზერბაიჯანული ფორმირებები ლაჩინის გზას დაიკავებენ, ეს სომხურ მხარეს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება ერთ თვეზე მეტია გრძელდება. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.