მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სომხეთს გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიიდან

ალიევი ბი ბი სი-ზე

"ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავჩერდებით, თუ სომხური მხარე ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს". ამის შესახებ BBC News-თვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „უკვე 40 დღეზე მეტია, რაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მე თავიდანვე ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ - დატოვეთ ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ გავჩერდებით, თუ არა და ბოლომდე მივალთ“ - განაცხადა ალიევმა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

მისი თქმით, სომხეთი დიდ შეცდომას უშვებს. „ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში სისხლისღვრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ვერ ვხედავთ, რომ სომხური მხარე აპირებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.