მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: რუსეთმა სომხური მხარე უნდა დაარწმუნოს, რომ ოკუპაცია დასრულდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი რუსეთზე 100%-ით არის დამოკიდებული.

მისი თქმით, რუსეთმა სომხური მხარე უნდა დაარწმუნოს, რომ ოკუპაცია დასრულდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას report.az ავრცელებს.

„რუსეთს შესაძლებლობა აქვს გავლენა მოახდინოს კონფლიქტის მოგვარებაზე. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ რუსეთის ხელმძღვანელობას, გამოიყენოს სომხეთზე პოლიტიკური გავლენის საშუალებები და დაარწმუნოს, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს.

გამოსავალი ძალიან მარტივია - მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორია, გაიყვანონ ჯარები, ჩვენი ხალხი იქ უნდა დაბრუნდეს და, კიდევ ერთხელ, ვეცადოთ ერთად ცხოვრება“,- აცხადებს ილჰამ ალიევი.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ.