მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: სომხეთის ხელისუფლება დავაჩოქეთ

აზერბაიჯანისსს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლება დააჩოქა. „ჩვენ მათ მივუთითეთ ადგილი, რომელსაც იმსახურებენ, ჩვენ მათ ჩვენი მიწებიდან გავყრით, ყოველდღე ჩვენი ჯარი წინ მიიწევს, ყოველდღე დროშის აღმართვა ახალ დასახლებულ პუნქტში ხდება. ფრონტიდან კარგი ამბები მოდის. ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერია“ - აცხადებს ალიევი. ინფორმაციას Report. az ავრცელებს.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ სომხური ჯარის უძლეველობის მითი დამსხვრეულია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანულმა ჯარმა ზანგელანის, ჯებრაილის, ფიზულის და ჰოჯავენდის რაიონებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აიღო.

ალიევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიის სრული გათავისუფლებაა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

უახლესი ამბები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიდან