მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: სომხეთმა აღდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებიდან ჯარი უნდა გაიყვანოს

აზერბაიჯააანის პრეზიდენტიიი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რაც მალე დასრულდება ომი, მით უკეთესი. მისი თქმით, აზერბაიჯანი მზად არის საომარი მოქმედებები შეაჩეროს, თუ სომხური ჯარი აღდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებს დატოვებს. „სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები უნდა შეასრულოს და ჯარი გაიყვანოს. მაგრამ ჯერჯერობით სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან მე მსგავსი რამე არ მომისმენია“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ილჰამ ალიევი მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. „ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენ მათ უკეთეს ცხოვრებას ვთავაზობთ, მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება და ისინი უკეთესად იცხოვრებენ, ვიდრე ახლა, მთიანი ყარაბაღის ხუნტის ზეწოლის ქვეშ“ - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.