მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკა სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრისპირა რეგიონში ვითარების დეესკალაციისა და მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე სამხედრო დაპირისპირების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ყველა დაღუპულის ოჯახს და მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივ მოახდინონ ვითარების დეესკალაცია და განაახლონ მნიშვნელოვანი დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მინსკის ჯგუფთან ერთად“,- აღნიშნა მაიკ პომპეომ.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მხარეებს შორის ცეცხლი 12 ივლისს გაიხსნა. ქვეყნებმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს. დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხრიდან 16-ს მიაღწია.

სახელმწიფოთა უმრავლესობამ კონფლიქტის გამო შეშფოთება გამოთქვა. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდეს. გამონაკლისი თურქეთი აღმოჩნდა, რომელმაც აზერბაიჯანს ღიად დაუჭირა მხარი, რაც თავის მხრივ, სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის აღშფოთების მიზეზი გახდა.