მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ოკუპირებულ აფხაზეთთან სადაზვერვო ფრენა განახორციელა

ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი

აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავმა Bombardier Challenger 650 ARTEMIS ოკუპირებული აფხაზეთის, ანექსირებული ყირიმის და კრასნოდარის მხარის სიახლოვეს მრავალსაათიანი სადაზვერვო ფრენა განახორციელა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სადაზვერვო თვითმფრინავი რუმინეთის ქალაქ კონსტანცასთან მდებარე სამხედრო ბაზიდან აფრინდა და შავ ზღვაზე 6-ზე მეტი საათის განმავლობაში დავალებას ასრულებდა. ის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

რამდენიმე დღის წინ შავ ზღვაზე Bombardier Challenger 650 ARTEMIS-მა, აშშ-ის საზღვაო ძალების რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავმა EP-3E Aries II-მა და სტრატეგიულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა RQ-4A Global Hawk-მა ფრენა განახორციელეს. მოგვიანებით უპილოტო დრონმა დონბასის საოკუპაციო ხაზსაც გადაუფრინა.