მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აფხაზეთში ტყის ხანძრების ჩაქრობაში ავიაციის ჩართვა საჭირო არ იყო“ - ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტყის ხანძრების ჩაქრობაში ავიაციის ჩართვის საჭიროება არ იყო. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრის მოადგილის ნუგზარ ემურხბამ განაცხადა, რომ არც საჭიროება იყო ავიაციის ჩართვის და ეს ძალიან ძვირი ჯდება.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრმა ლევ კვიცინიამ ასევე დასძინა, რომ აფხაზი მაშველები კავშირში იყვნენ რუს კოლეგებთან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ დახმარება აღმოეჩინათ.

„რუსი კოლეგები მზად იყვნენ მოეწოდებინათ ვერტმფრენი და თვითმფრინავი. ჩვენ მადლობას ვუხდით ასეთი მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა კვიცინიამ.

ლევ კვიცინია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი „კანონის“ მიღება, რომელიც პასუხისმგებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომელთა მოქმედებები იწვევს ტყის ხანძარს.

ე.წ. მინისტრის თქმით, აფხაზეთში ტყის ხანძრების საერთო ფართობმა სამი ათასი ჰექტარი შეადგინა.

„მე კმაყოფილი ვარ ჩემი თანამშრომლებით, მათ ყველაფერი გააკეთეს, არავინ იჯდა და წვიმას არავინ ელოდა. ბევრ თანამშრომელს რამდენიმე დღე არ ეძინა", - აღნიშნა ლევ კვიცინიამ.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ რეგიონში დეკემბრის შუა რიცხვებიდან 10 იანვრამდე ხანძრის რამდენიმე კერა იყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 გალის შემდეგ გაგრის რაიონშიც ტყე იწვის

👉 ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ძლიერი ხანძარია