მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთში ტურისტებს ძალიან უპატივცემულოდ ექცევიან - რუსი ტურისტი

რუსი ტურისტი აფხაზეთზე

რუსი ტურისტი ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად ჩასვლის შემდეგ ბლოგში შთაბეჭდილებების შესახებ წერს და ამბობს, რომ იქ ტურისტებს ძალიან უპატივცემულოდ ექცევიან. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.

„ყველაზე ცუდი დამოკიდებულება ახალ ათონში იყო. აქ კურორტებისთვის ტრადიციული გამტყავებლები დგანან, რომლებიც უზარმაზარ ფრინველთან ფოტოს გადაღებას გთავაზობენ, ასევე მრავლადაა ბოშა ქალები, რომლებიც სურვილის შესასრულებლად რაღაცა უაზრო ნივთის შეძენას გთავაზობენ. ასევე იყო ბევრი უხარისხო სუვენირი“ - წერს ტურისტი.

ასევე, ტურისტი უკმაყოფილოა იმით, რომ ახალ ათონში მას მაღაზიებში უხეშად ესაუბრებოდნენ, ხოლო კაფეში მოტყუებას ცდილობდნენ, თანაც ჩაის ფულის გადახდას სთხოვდნენ. ის ასევე საცხოვრებლის ფასით და კომფორტის არარსებობით იყო უკმაყოფილო.

იგივე ტურისტი, რომლის ვინაობა არ სახელდება, მიმდინარე წლის ივნისში ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბაზე იმყოფებოდა და მას „უფერული ჭაობი" უწოდა. მისი თქმით, რიწის ტბის წყალმა მასში ჩაღვრილი ტალახის ნაკადის გამო ტრადიციული ფერი დაკარგა.