მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზი ვეტერანები ირაკლი ბებუასთვის 10 წლამდე პატიმრობას ითხოვენ

აფხაზი ვეტერანები ბებუაზე

აფხაზეთის ომის ვეტერანები აფხაზური მხრიდან ირაკლი ბებუასთვის 8-დან 10 წლამდე პატიმრობას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უნდა მიიღოს. დღეს მოქმედი „კანონმდებლობით“, „აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლიკის“ განადგურება ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება. ამის შესახებ გამოცემა aiaaira.com იუწყება.

აფხაზი ვეტერანები გალის რაიონში არსებულ ვითარებაზეც წერენ. „გალის რაიონში მცხოვრები ქართველები საქართველოს საინფორმაციო სივრცეში იმყოფებიან, ისინი დამოუკიდებელი აფხაზეთის წინააღმდეგ არიან განწყობილები. ვიდრე ეს სიტუაცია არ შეიცვალა, ნებისმიერი საუბარი გალის რაიონის მოსახლეობისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება“ - წერენ აფხაზი ვეტერანები.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუამ „აფხაზეთის დროშა“ 30 სექტემბერს გალის რაიონში დაწვა. ამ დღეს სოხუმში „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდნენ. იმავე დღეს ის დააკავეს. ქართული მხარე ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.