მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზური ეკლესია ქართული ეკლესიის ნაწილი არ უნდა იყოს - აპლია

აპლია ქართულ ეკლესიაზე

ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში მღვდელმსახურება მათი სტატუსის გარკვევამდე შეჩერდა. ამის შესახებ მღვდელმა ბესარიონ აპლიამ განაცხადა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

აპლია, რომელიც „აფხაზეთის ეპარქიას“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ტაძრები მოსახლეობისთვის გახსნილი იქნება. „ეს საკითხი მღვდლებმა მღვდელმთავრების წინაშე უნდა დააყენონ. მათ კი ეს თემა რუსეთის პატრიარქის, კირილეს წინაშე უნდა დააყენონ. 30 წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომ მღვდელმსახურებას ვაჩერებთ. “ - განაცხადა აპლიამ.

აპლია იმედოვნებს, რომ მოსკოვის საპატრიარქო ამ საკითხს მოაგვარებს და "აფხაზეთის ეპარქიის“ სტატუსს გადაწყვეტს. „შეუძლებელია, რომ ჩვენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი ვიყოთ. ჩვენი ბედი რუსეთის ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს“ - განაცხადა მღვდელმა ბესარიონ აპლიამ.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 რას უქადის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს

🔱 სან-მარინოს სახელმწიფო სამდივნო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას