მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის სარდლის მოადგილე დაიღუპა

დაღუპულების სტატისტიკა ყარაბაღში სომხური მხრიდან

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის სარდლის მოადგილე არტურ სარქისიანი დაიღუპა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

სომხური მხარის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მათ 11 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ. კონფლიქტის დაწყებიდან სომხური მხრიდან საერთო ჯამში 1177 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.

27 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის ჯალალ არუთუნიანის მძიმედ დაჭრის შესახებ. ამის შემდეგ ახალ სარდლად მიქაელ არზუმანიანი დაინიშნა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.