მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს ყარაბაღში ჩასვლას ურჩევს

არაიკ არუთუნიანი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი არაიკ არუთუნიანი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს ყარაბაღში ჩასვლას და მასთან შეხვედრას ურჩევს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

„დღევანდელმა რთულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ახალი დღის წესრიგი შექმნა. იმისათვის, რომ ეს საკითხი სომხეთის ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებთან განვიხილო, გავაცნო მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა, ვთავაზობ მათ ჩამოვიდნენ სტეფანაკერტში და შეხვედრა გავმართოთ. მე მზად ვარ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიებთან შესახვედრად“ - წერს არუთუნიანი „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

შეთანხმების გაფპრმების შემდეგ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.