მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში ეპისკოპოსები არ დაგვინიშნავს“ - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსული ეკლესიის განცხადება

„არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში ჩვენ ეპისკოპოსები არ დაგვინიშნავს, ის კანონიკურად საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის“. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„თუ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომემ ეს ინფორმაცია მართლაც გააჟღერა, ეს შეცდომაა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეპისკოპოსი არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში არ ჰყავს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ძალზე ხშირად ცუდად ფლობს ინფორმაციას,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომემ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საეკლესიო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შედის.

მსოფლიო პატრიარქმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არავისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება არა აქვს, მათ შორის არც აფხაზეთის ეკლესიისთვის.