მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი ომი დაასრულა - ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში“ - ჯო ბაიდენი

„აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი ომი დაასრულა - ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში“

„ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია უაღრესად წარმატებული იყო“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„მისიის დროს დაიჭრა 20 ჯარისკაცი და 13-მა გმირმა გაწირა საკუთარი სიცოცხლე. აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი ომი დაასრულა - ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში.

ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო ოპერაცია დავასრულეთ. 120 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ. არცერთ ქვეყანას არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამე. მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჰქონდა ამის უნარი, ნება და შესაძლებლობა.

ავღანეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ავღანეთს არ ეხება. ეს არის დიდი სამხედრო ოპერაციების ეპოქის დასასრული, რომლებიც სხვა ქვეყნების გარდაქმნას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ჯარების გაყვანისა და ევაკუაციის ოპერაცია არ იყო სამხედრო მისია, არამედ ეს იყო „წყალობის“ მისია.

„ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გაყვანის წარმატება განპირობებული იყო ამერიკელი სამხედროებისა და დიპლომატების წარმოუდგენელი ოსტატობით, მამაცობითა და თავგანწირული გამბედაობით“, - აღნიშნა ბაიდენმა.