აშშ აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტს ცეცხლი გაუხსნეს მას შემდეგ, რაც თალიბები ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ.
მათი თქმით, დედაქალაქის აეროპორტი, სადაც დიპლომატები, ოფიციალური პირები და სხვა ავღანელები იმყოფებოდნენ, ცეცხლის ქვეშ მოექცა.
„უსაფრთხოების მხრივ ვითარება ქაბულში სწრაფად იცვლება, მათ შორის აეროპორტშიც. არის ცნობები აეროპორტის ცეცხლის გაჩენის შესახებ“ - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
ასობით ავღანელი, მთავრობის თანამშრომლები და ასევე სხვა სამოქალაქო პირები, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი, აეროპორტში უიმედოდ ელოდება ფრენებს.
ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია. არსებული საფრთხის გამო, აშშ-მა საკუთარი საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, რომელთა უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს„თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე შეტევა დაიწყო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 დასავლეთმა უნდა იმუშაოს ავღანეთზე
👉 თალიბანი ავღანეთის სათავეში დაბრუნდა
👉 „სახელმწიფო ძალებმა ქვეყანა ვერ დაიცვეს“