მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანიამ პუტინს ოკუპირებული აფხაზეთის გაზიფიცირებისთვის დახმარება სთხოვა

პუტინისა და ბჟანიას შეხვედრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს გაზიფიცირების კუთხით დახმარება სთხოვა.

აღნიშნულის შესახებ ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიაზე დიდი დატვირთვაა.

„ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ვთხოვე დახმარება აფხაზეთის გაზიფიცირებისთვის. ამ საკითხის მოსამზადებლად გაცემულია შესაბამისი ინსტრუქციები. ჩვენ ამ პრობლემას გავუმკლავდებით ”, - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას თქმით, რუსეთის წინაშე არსებული ელექტროენერგიის ვალი 600 მილიონი რუბლია. ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების გამო, ვალი 1.5 მილიარდ რუბლზე მეტი მოგროვდება.

ინფორმაციისთვის, ბჟანიასა და პუტინს შორის სოჭში რიგით მეხუთე შეხვედრა 12 ნოემბერს შედგა.