მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავღანეთის არმიის ჩამოშლა ყველასათვის მოულოდნელი იყო“ - ლოიდ ოსტინი

„ავღანეთის არმიის ჩამოშლა ყველასათვის მოულოდნელი იყო“

„ავღანეთის არმიის ჩამოშლა ყველასათვის მოულოდნელი იყო“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ლოიდ ოსტინის თქმით, ვაშინგტონში ბევრმა სათანადოდ ვერ შეაფასა ავღანეთის მთავრობაში არსებული კორუფცია.

„ჩვენ ვეხმარებოდით ავღანეთს სახელმწიფოს მშენებლობაში, თუმცა ვერ შევქმენით ერი. ის ფაქტი, რომ ავღანეთის არმია, რომელსაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვწვრთნიდით, უბრალოდ ჩამოიშალა, გაქრა, ხშირ შემთხვევაში ერთი გასროლის გარეშეც, ნამდვილად მოულოდნელი იყო“, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა.

სენატორი ჯეიმს ინჰოფე, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უმაღლესი რესპუბლიკელი, ამ ყველაფერში პირდაპირ ადანაშაულებს ბაიდენის ადმინისტრაციას.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. გაქცეული პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთი დაიკავა და საკუთარი მმართველობა აღადგინა ქვეყანაში არაერთი კანონი გამკაცრდა. 24 სექტემბერს ავღანეთში სიკვდილით დასჯა აღდგა. 27 სექტემბერს თალიბანმა კი ავღანეთში წვერის გაპარსვა აკრძალა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ავღანეთის ომი არ დასრულებულა ისე, როგორც გვსურდა“ - გენერალი მარკ მილი

👉 თალიბანმა ავღანეთში წვერის გაპარსვა აკრძალა

👉 თალიბანმა ქალ სტუდენტებსა და მასწავლებლებს ქაბულის უნივერსიტეტში სიარული აუკრძალა