მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავღანეთის ომი არ დასრულებულა ისე, როგორც გვსურდა“ - გენერალი მარკ მილი

„ავღანეთის ომი არ დასრულებულა ისე, როგორც გვსურდა“

„ავღანეთის ომი არ დასრულებულა ისე, როგორც განზრახული იყო“, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ქაბულში ხელისუფლებაში თალიბანია, აშკარაა, რომ ავღანეთში ომი იმ პირობებით არ დასრულებულა, რომელიც გვსურდა“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ.

მილის თქმით, ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმის საფრთხე რეალური შესაძლებლობაა.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თალიბანი იყო და რჩება ტერორისტული ორგანიზაცია, მათ ჯერ კიდევ არ გაუწყვეტიათ კავშირი ალ-ქაიდასთან. არ მაქვს იმის ილუზია, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა „თალიბანი“ ძალაუფლების კონსოლიდაციას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამერიკის შეერთებული შტატების და მისი ხალხის დაცვა ავღანეთიდან წამოსული ტერაქტებისგან“, - განაცხადა მარკ მილიმ.

მარკ მილის განცხადებით, ის აშშ-ის პრეზიდენტებს აფრთხილებდა, რომ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების სწრაფი გაყვანა ქვეყანაში მიღწეული შედეგების დაკარგვას, საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ის ავტორიტეტის შელახვას, ავღანეთის მთავრობის დაშლას და ქვეყნის სათავეში თალიბანის მოსვლას გამოიწვევდა.

გენერლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტები სერიოზულად მოეკიდნენ მის რჩევებს, ისინი მაინც ავღანეთიდან ჯარების გაყვანას ემხრობოდნენ.

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ 12-36 თვეში სავსებით რეალური გახდება ავღანეთიდან „ალ-ქაიდას“ ან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან აშშ-ზე თავდასხმის რისკი.