მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე კვლავ სროლა მოხდა

სროლა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონის მონაკვეთზე კვლავ სროლა მოხდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

თავის მხრივ სომხური მხარე იუწყება, რომ შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა სომხეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი აღკვეთეს. ბოლო შეტაკების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.