მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება მოხდა

დაპირისპირება სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის

მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება. 

 

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები მათ ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოს თავს დაესხნენ. დაჭრილის სამი სომეხი სამხედრო.

შეიარაღებული დაპირისპირების კონკრეტული ადგილი უცნობია.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. 44-დღიანი კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებმა მოაწერეს ხელი.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომში დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურად დაასახელა

🔆 მთიან ყარაბაღში აფეთქებას ორი სომეხი სამხედრო ემსხვერპლა