მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის ჯარი ქელბაჯარში შევიდა (ვიდეო)

აზერბაიჯანელები ქელბაჯარში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქელბაჯარის რაიონი დაიკავეს. ეს რაიონი მთიან ყარაბაღს და სომხეთს შორის მდებარეობს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

შეთანხმება ქელბაჯარის რაიონიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ 10 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმებით არის გათვალისწინებული. თავდაპირველად სომხურ ფორმირებებს ეს რაიონი 15 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ შემდეგ ეს ვადა 10 დღით გაგრძელდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხურმა ფორმირებებმა რაიონის დატოვებამდე იქ სახლები გადაწვეს.

ქელბაჯარის რაიონს სომხეთის შეიარაღებული ძალები 1994 წლიდან აკონტროლებდნენ. როგორც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რაიონში განაღმვითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.