მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის პროკურატურა: განჯაში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9-ს მიაღწია (ვიდეო)

განჯის დაბომბვა

ცხრა ადამიანი, მათ შორის, ოთხი ქალი დაიღუპა, განჯაში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური „რეპორტ.აზ“-თან აცხადებს.

„სარაკეტო ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9 ადამიანს მიაღწია. ნანგრევებიდან ორი ​​ადამიანის - ახალგაზრდა კაცისა და ქალის ცხედრები ამოიღეს.

სროლის შედეგად დაიღუპულია 4 ქალი, ხოლო დაშავებულია, სავარაუდოდ, 34 ადამიანი, მათ შორის - 6 არასრულწლოვანია. დაზიანდა 10-ზე მეტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და 100-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტი,“- ნათქვამია აზერბაიჯანის მიერ გაკეთბულ პროკურატურის განცხადებაში.