მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომში დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურად დაასახელა

ყარაბაღის ომში დაღუპული სამხედროების რაოდენობა

ყარაბაღის ომში აზერბაიჯანმა 2 783 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო 100-მდე პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„ყარაბაღის გვირგვინის, შუშას, გათავისუფლება ერთ-ერთი უნიკალური სამხედრო ოპერაციაა მსოფლიო ომების ისტორიაში.

ჩვენი მიწები, რომლებსაც თითქმის 30 წელი ვნატრობდით, გათავისუფლდა ოკუპაციისგან ჩვენი მოწამეთა სისხლისა და სიცოცხლის ფასად. საბრძოლო მოქმედებების პროფესიონალურად მომზადებამ, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებამ, სხვადასხვა ტიპის ჯარების ეფექტურმა კოორდინაციამ და საჰაერო სივრცეში აბსოლუტურმა უპირატესობამ, სამხედრო მოსამსახურეების რიგებში დანაკარგი მნიშვნელოვნად შეამცირა. არ არსებობს ომი დანაკარგების გარეშე.

ყარაბაღში ჩვენი შეიარაღებული ძალების 2 783 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ შორის, სამუშაოები მიმდინარეობს დნმ-ის ანალიზით, 103 სამხედრო მოსამსახურის იდენტიფიცირებისთვის. 100-ზე მეტი სამხედრო დაკარგულია. მიმდინარეობს სამძებრო და მათი ოჯახების ინფორმირების ღონისძიებები. დღეისათვის 1 245 სამხედრო მოსამსახურე სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

👉 ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ის აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შეწყდა.

👉 სპეციალისტების შეფასებით, ყარაბაღში უამრავი ნაღმი და ჭურვია დარჩენილი, რის გამოც რეგიონის სრულ განაღმვას შეიძლება 15 წელი დასჭირდეს.