მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინადადებას დათანხმდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

ბაქოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სომხური მხარე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლს განაგრძობს.

ცნობისთვის, 28 ივლისს დილით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის დროს სომხური მხრიდან სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაიჭრა.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით შეტევის განხორციელება სცადეს, რომელიც მოგერიებული იყო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა სომხური მხარე პროვოკაციაში დაადანაშაულა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ბაქოში მომხდარზე პასუხისმგებლობას ერევანს აკისრებენ.