მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა სომხეთს 31 სამხედროს ცხედარი გადასცა

აზერბაიჯანმა სომხეთს ცხედრები გადასცა

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს 31 სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანულ მხარეს არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია სომხური მხარისთვის, თუ სად აღმოაჩინეს მათ დაღუპული სამხედროები.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი რეზერვისტები არიან. დაღუპულთა ვინაობის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება.

დღეისათვის მთიან ყარაბაღში სომხეთის მხრიდან 1318 ცხედარია აღმოჩენილი. მათ შორის 15 სამოქალაქო პირია, დანარჩენები სამხედროები, რეზერვისტები ან მოხალისეები არიან.

ასევე წაიკითხეთ:

🔰 ყარაბაღში რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა

🔰 თურქი სამხედროები, რომლებიც ყარაბაღში გაემგზავრებიან, აზერბაიჯანში ჩავიდნენ