მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: სომხეთის საბრძოლო თვითმფრინავი გავანადგურეთ

სომეხი სამხედროები მთიან ყარაბარში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა ღუბადლის რაიონში სომხეთის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Report.az იუწყება. თვითმფრინავის მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღესვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს. ასევე აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ მან უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები