მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: სომხეთმა ჩვენი მოსაზღვრე რაიონები დაბომბა

აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაერდის და ვარდენისის რაიონებიდან აზერბაიჯანის თოვუზის და დაშქესანის რაიონების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხურმა შენაერთებმა ქელბაჯარის რაიონიდან მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცნებიდან აზერბაიჯანული ფორმირებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ცნობისთვის, ბაქო და ერევანი 18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.