მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს

ანატოლი ბიბილოვი

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს. მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ამაზე პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კი არ ლაპარაკობს, ამაზე რესპუბლიკის ხალხი საუბრობს. ეს სურვილი მან ბევრჯერ გამოთქვა“ - განაცხადა ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვმა ეს განცხადება სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა, სადაც ის „პოტენციურ ინვესტორებთან შესახვედრად“ ჩავიდა.

ბიბილოვი, ასევე, შეეხო რუსეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის „საზღვრის დემარკაციის" საკითხს და აღნიშნა, რომ ეს საზღვარი პირობითია და აქ არანაირი პრობლემა არ შექმნილა.