მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიბილოვმა ბჟანიას წმინდა გიორგის ხატი აჩუქა (ვიდეო)

ბიბილოვმა ბჟანაის წმინდა გიორგის ხატი აჩუქა

სოხუმში მყოფმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა სოხუმის მთავრობის დე ფაქტო ხელმძღვანელს ასლან ბჟანიას საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

„მინდა გადმოგცეთ წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ოსეთში კაცების და მებრძოლების მფარველად ითვლება. მინდა გისურვოთ, რომ ის ყველა საქმეში დაგეხმაროთ“ - განაცხადა ბიბილოვმა. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ ანატოლი ბიბილოვს საჩუქრად აფხაზური დანა გადასცა.

ბიბილოვის სოხუმში „გამარჯვების დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით ჩავიდა.