მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიბილოვს კორონავირუსი დაუდგინდა

ბიბილოვი კორონავირუსით ინფიცირდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

„ბოლო ტესტის პასუხი დადებითი იყო. პრეზიდენტს დაავადების მარტივი ფორმა აქვს. ის მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“ - განუცხადა 'სპუტნიკს" ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ.

ცხინვალსა და სხვა რაიონებში კარანტინის გამო სამი სკოლა და სამი საბავშვო ბაღი დაიხურა. პანდემიის დაწყებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 227 შემთხვევა გამოვლინდა.