მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანია: 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტი ამოქმედდება

ბჟანია აეროპორტზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას ინფორმაციით, 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ბჟანიამ სოხუმში გამართულ ტურისტულ ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას apsadgil.info ავრცელებს.

ბჟანიას თქმით, ტურიზმი ოკუპირებული რეგიონის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„აფხაზეთი ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ამჟამად რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა სოხუმის აეროპორტმა 2024 წელს მუშაობა აღადგინოს.

მისი განცხადებით, 2020 წელს კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ სეზონს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ბჟანიამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.