მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთხეს წარმოადგენს

ბჟანია საქართველოზე

„საქართველოსთან დღემდე არ გვაქვს სამშვიდობო შეთანხმება, თბილისი კი აფხაზეთს ისევ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ასე რომ საქართველოდან კვლავ საფრთხე მომდინარეობს“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ სოხუმში საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ aiaaira.com იუწყება. 

„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართველო აფხაზეთს საკუთარ ტერიტორიად აფასებს და თბილისს ამაში ბევრი ქვეყანა ეთანხმება. ჩვენთვის სამხედრო უსაფრთხოების თემა კვლავ წინა პლანზე გამოდის“. - განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის თქმით, მან რამდენიმე სამხედრო ნაწილი მოინახულა და ძალზე უკმაყოფილო დარჩა.

„არც კი ვიცი რა დავარქვა იმას, რაც სამხედრო ნაწილებში ვნახე. ამ მხრივ უზარმაზარი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი“ - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, შეიარაღებული ძალების შენახვა იაფი საქმე არ არის, მაგრამ მშვიდობის შესანარჩუნებლად ეს აუცილებელია.