მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანია სირიაში ჩაფრინდა

ბჟანია სირიაში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია სირიაში ჩაფრინდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ბჟანია სირიის ლიდერს ბაშარ ასადს და ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელებს შეხვდება. ვიზიტის დროს იგეგმება სირიაში მცხოვრებ აფხაზებთან შეხვედრა, ასევე ის გენერალ იალიდ ამარშანის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

ბჟანიას გარდა სოხუმის დე ფაქტო მთავრობის დელეგაციაში ე.წ. პარლამენტის სპიკერი, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე ე.წ. საგარეო, ტრანსპორტის და ტურიზმის მინისტრები შედიან.