მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბჟანიამ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიჟა

ასკან ბჟანიას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა

„თქვენ აფხაზეთში ყოველთვის სანატრელი სტუმარი ბრძანდებით და ამიტომ სტუმრად გიწვევთ“. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.  

თავის მხრივ, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ პანდემიამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. "ამ პრობლემების მიუხედავად, სავაჭრო ბრუნვის 70%-ზე მეტი აფხაზეთს სწორედ რუსეთთან აქვს. იმედს გამოვთქვამ, რომ აფხაზეთში ჩასული რუსი მედიკოსები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში მოსახლეობას დაეხმარებიან" - განაცხადა პუტინმა.

ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონი მოსკოვთან გაფორმებულ ყველა შეთანხმებას შეასრულებს, რადგანაც ეს აფხაზეთის ინტერესებში შედის.

ცნობისთვის, ასლან ბჟანია მოსკოვში ოქტომბრის ბოლოსაც იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ ვლადიმერ პუტინი მას არ შეხვდა.